ჰოლანდი: პსჟ-ს ფეხბურთელები ძალიან დამეხმარნენ

Goal.com-თან საუბრის დროს, “დორტმუნდის” ვარსკვლავმა – ერლინგ ჰოლანდმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. გერმანული კლუბის შემტევმა გოლის აღნიშვნის მომენტი გაიხსენა, რომელსაც “პსჟ”-ს ფეხბურთელები გამოეხმაურნენ და ჰოლანდი დატროლეს.

პარიზული გრანდის ფეხბურთელების ქმედებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთმა გულშემატკივარმა ისინი გააკრიტიკა. ჰოლანდის მტკიცებით, იგი “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელების მადლიერია.

“ვფიქრობ ისინი ძალიან დამეხმარნენ მედიტაცია ყურადღების ცენტრში მომექცია და მთელი მსოფლიოსათვის მეჩვენებინა თუ რა მნიშვნელოვანია მედიტაცია. მათი მადლიერი ვარ, ისინი ძალიან დამეხმარნენ”, – აღნიშნა ჰოლანდმა.

ჰოლანდი: პსჟ-ს ფეხბურთელები ძალიან დამეხმარნენ

სტატიის ავტორი
-