ჰოლანდის ემოციური სიტყვები პრემიერ ლიგის რეკორდის დამყარების შემდეგ | VIDEO

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში, ერლინგ ჰოლანდმა 35 გოლის გატანა შეძლო, რაც ერთ სეზონში გატანილი გოლების მიხედვით პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

ჰოლანდმა ისეთი ლეგენდების რეკორდი გააუმჯობესა, როგორიცაა: ალან შირერი (34) და ენდი კოული (34). აღსანიშნავია, რომ შირერმა და კოულმა 34 გოლის გატანა იმ დროს შეძლეს, როდესაც პრემიერ ლიგის სეზონი 42-მატჩიანი იყო – ჰოლანდს კი ამ უნიკალური შედეგის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 31 მატჩი დასჭირდა.

პრემიერ ლიგის უნიკალური რეკორდის დამყარების შემდეგ, ნორვეგიელმა ვარსკვლავმა თანაგუნდელებს მიმართა:

“არ ვიცი რა შემიძლია ვთქვა დამატებით, მაგრამ ვიცი, რომ უბედნიერესი ვარ. მადლობა ბიჭებო. ასევე მადლობას გიხდით საგოლე გადაცემებისთვის – თქვენს გარეშე ამას ვერ შევძლებდი. ახლა კი სახლში წავალ, კომპიუტერულ თამაშებს ვითამაშებ, შევჭამ და დავიძინებ”, – ერლინგ ჰოლანდი.

https://twitter.com/City_Xtra/status/1653881232252444675
https://twitter.com/City_Xtra/status/1653918752973438976

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგის სარეკორდო 35-ე გოლი “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაიტანა.

ჰოლანდის ემოციური სიტყვები პრემიერ ლიგის რეკორდის დამყარების შემდეგ | VIDEO

სტატიის ავტორი
-