ჰოლანდმა კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ლაიფციგს” უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა.

მატჩში ,,ქალაქელთა” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა პენტატრიკი გაიფორმა.

22 წლის ნორვეგიელს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 33 გოლი დაუგროვდა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მინიმუმ 30 გოლის გატანა შეძლო. ერლინგმა ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, რეკორდი გააუმჯობესა.

გარდა ამისა, ლეო მესისა და ლუის ადრიანოს შემდეგ, ჰოლანდი გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

ჰოლანდმა კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა

სტატიის ავტორი
-