იაია ტურე კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გუნდის რიგებს კოტ-დ’ივუარელი ნახევარმცველი, იაია ტურე შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის ნახევარმცველი კარიერის დასაწყისში (2005/06) სწორედ „ოლიმპიაკოსში“ თამაშობდა. მზარდი პოტენციალის მქონე ნახევარმცველით „მონაკო“ დაინტერესდა და 1 წელიწადში ტურე კატალონიის „ბარსელონაში“ სათამაშოდ გადავიდა.

ყველაზე წარმტებული პერიოდი ტურეს „მანჩესტერ სიტიში“ ჰქონდა – ფორმის პიკზე მყოფი კოტ-დ’ივუარელი „სიტის“ ძირითადის უცვლელი წევრი და გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა.

„სიტის“ სათავეში პეპ გვარდიოლას მისვლისა და ასაკის მატების პარალელურად, ტურემ ძირითადში ადგილი დაკარგა და საბოლოოდ, ტურე კვლავ ოლიმპიაკოსს დაუბრუნდა.

იაია ტურე კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-