იაია ტურემ ერთმანეთს 2009 წლის ბარსელონა და 2023 წლის სიტი შეადარა

კატალონიის ,,ბარსელონასა” და ,,მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელის, იაია ტურეს აზრით, 2009 წლის ,,ბარსელონა” დღევანდელ ,,სიტის” დაამარცხებდა:

,,ტიერი ანრი, მესი და ეტო’ო მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ. მათ შემდეგ ხავი და ინიესტა, შემდეგ მე და ბუსკეტსი… ეს გუნდი ისეთი სრულყოფილი იყო… გაიხსენეთ ინიესტა 26-27 წლის ასაკში, ხავი – 28 წლის. ეს ფეხბურთელები იმ დროს წარმოუდგენელ დონეზე იყვნენ. ეს ოცნების გუნდი იყო. ასეთი ,,სიტის” წინააღმდეგ ბრძოლა რთული იქნებოდა, მაგრამ ამდენი სუპერვარსკვლავისგან შემდგარი გუნდი 100%-ით მოიგებდა.

რაც შეეხება მანჩესტერელთა ტრებლს, როცა ამ გუნდში გადავედი, თავიდანვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი ,,იუნაიტედს” აჯობებდნენ,” – იაია ტურეს სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.

იაია ტურე ,,ბარსელონაში” 2007-2010, ,,მანჩესტერ სიტიში” კი 2010-2018 წლებში თამაშობდა. ნახევარმცველმა კატალონიურ გუნდთან ერთად ლა ლიგა (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, სუპერთასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ,,ქალაქელებთან” ერთად კი – პრემიერლიგა (3-ჯერ), ინგლისის თასი, ლიგის თასი (2-ჯერ) და სუპერთასი.

იაია ტურემ ერთმანეთს 2009 წლის ბარსელონა და 2023 წლის სიტი შეადარა

სტატიის ავტორი
-