“იანვარში არავის შევიძენთ” – კარლო ანჩელოტი

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღნიშნავს, რომ სამეფო კლუბს იანვარში ტრანსფერის განხორციელება არ ესაჭიროება.

“იანვარში ტრანსფერის განხორციელება არ გვჭირდება – ამ მხრივ ჩვენი აქტივობა არ იგეგმება. ვნახოთ, შესაძლოა ზოგიერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს. ჩვენ ენდრიკი შევიძინეთ, რომელიც უდიდესი ტალანტია. მას გასულ წელს შევხვდი და ვისაუბრეთ. ენდრიკი 2024 წელს შემოგვიერთდება. ჩვენ ძალიან გვიხარია და აღფრთოვანებული ვართ”, – ანჩელოტის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.

“იანვარში არავის შევიძენთ” – კარლო ანჩელოტი

სტატიის ავტორი
-