იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე დაძაბული დერბი დაასახელა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე დაძაბული და საინტერესო დერბი დაასახელა.

შვედი თავდამსხმელი იმ მატჩებს შეეხო, სადაც უთამაშია.

“ყველაზე დაძაბული დერბი, რომელშიც მითამაშია ელ კლასიკოა. თუმცა არანაკლებ საინტერესო და კარგი სანახავია დერბი დელა მადონინა, ინტერი მილანის წინააღმდეგ. ეს ორივე დიდებული დერბია” – განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ შვედ თავდამსხმელს “ბარსელონას” მაისურით “ელ კლასიკო” ნათამაშები აქვს. ასევე, ის “მილანისა” და “ინტერის” ღირსებასაც იცავდა.

იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე დაძაბული დერბი დაასახელა

სტატიის ავტორი
-