იგუაინი იუვენტუსთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ვარსკვლავი, გონსალო იგუაინი “ბიანკონერისთან” დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.

არგენტინელი ფორვარდი, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “მილანის” რიგებს შეუერთდა. როგორც ჩანს, ტურინული გრანდიდან “მილანში” გადასვლას, იგუაინი კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. გულდაწყვეტილმა გონსალო იგუაინმა, იმედგაცრუება ვერ დამალა და სკანდალური განცხადება გაავრცელა.

“ყველაფერი გავაკეთე გუნდისათვის და “იუვენტუსთან” ერთად არაერთ ტიტულს დავეუფლე – შემდეგ კი კრიშტიანუ მოვიდა. რონალდუს გუნდში გამოჩენის შემდეგ, “ბიანკონერის” წარმომადგენლებმა განმიცხადეს, რომ გუნდში ვეღარ დავრჩებოდი”, – აღნიშნა გონსალო იგუაინმა.

იგუაინი იუვენტუსთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს

სტატიის ავტორი
-