ინტერთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

დღეს, სერია A-ს 36-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ინტერს” უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 41-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ელმასი, ოსიმენი, კვარაცხელია.

35 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” ჩემპიონობა უკვე გაფორმებული აქვს. ,,ინტერი” კი 66 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

ინტერთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

სტატიის ავტორი
-