იოშკო გვარდიოლმა ოცნების გუნდი დაასახელა

ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლაიპციგის” მცველისთვის, იოშკო გვარდიოლისთვის, ოცნების გუნდი ,,ლივერპულია”:

,,ჩემი საოცნებო გუნდი? ეს ნამდვილად ,,ლივერპულია”. მათ მატჩებს ბავშვობიდან მამაჩემთან ერთად ვუყურებდი.

,,ლივერპულის” ყველა სეზონს დეტალურად განვიხილავდით. ეს არის კლუბი, რომელიც ჩემს გულში დარჩა,” – განაცხადა გვარდიოლმა.

გვარდიოლი ,,ლაიპციგში” 2021 წელს ზაგრების ,,დინამოდან” გადავიდა. 20 წლის მცველის გადაბირებით არაერთი გუნდი, მათ შორის ,,რეალი”, ,,ჩელსი” და ,,მანჩესტერ სიტი” ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში ხორვატი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ლაიპციგის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 1 გოლია.

იოშკო გვარდიოლმა ოცნების გუნდი დაასახელა

სტატიის ავტორი
-