იყო თუ არა ბრაიტვეიტზე პენალტი? – ესპანელი მსაჯების შეფასებები

მადრიდის ,,რეალისა” და კატალონიის ,,ბარსელონას” შეხვედრაში მარტინ ბრაიტვეიტის წაქცევისთვის არდანიშნულ თერთმეტმეტრიანს, ორი ესპანელი მსაჯი – ანდუხარ ოლივერი და იტურალდე გონსალესი, გამოეხმაურა.

ოლივერის თქმით, ზემოაღნიშნულ ეპიზოდში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. გონსალესი კი მიიჩნევს, რომ ფერლან მენდიმ თამაშის წესები დააღვია:

,,თერთმეტმეტრიანია… ფეხბურთელმა სირბილისას წონასწორობა დაკარგა. ამ ეპიზოდში ის ბალანსს კარგავს, ერთი მიმართულებით მოძრაობს, მეტოქე კი ხელით იჭერს.”


ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა” კატალონიის ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მოგების შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდმა 66 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.

გუშინდელი მატჩის მთავარი მსაჯი ხესუს ხილ მანსანო იყო.

იყო თუ არა ბრაიტვეიტზე პენალტი? – ესპანელი მსაჯების შეფასებები

სტატიის ავტორი
-