ისტორიაში პირველად – ბარსელონამ ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა

გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში, შინ “ნოუ კამპზე” “ნაპოლი” 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

აღნიშნული ფაქტი კატალონიელებისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. 2007/2008 წლის შემდეგ “ბარსელონა” ყოველ სეზონში ახერხებს მეოთხედფინალში გასვლას. ეს კი რიგით მე-13 აღმოჩნდა, რაც კლუბის რეკორდია.

ამ პერიოდის განმავლობაში, “ბლაუგრანამ” მერვედფინალში გამოთიშა ისეთი გუნდები როგორებიც არიან, “სელტიკი”, “ლიონი”, “შტუტგარტი”, “არსენალი”(ორჯერ), “ლევერკუზენი”, “მილანი”, “მანჩესტერ სიტი”(ორჯერ), “პსჟ”, “ჩელსი”, “ნაპოლი.”

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, კიკე სეტიენის გუნდი მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება.

ისტორიაში პირველად – ბარსელონამ ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-