ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სეზონი 

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი ისტორიაში ყველაზე შედეგიანი გამოდგა.

96 შეხვედრაში 308 გოლი გავიდა (საშუალოდ ერთ მატჩში 3), რაც ტურნირის რეკორდია.

ყველაზე პროდუქტიული გუნდი მიუნხენის “ბაიერნი” გახდა, რომელმაც 24 გოლის გატანა შეძლო, ყველაზე ცოტა კი “გალათასარაიმ” შეაგდო – 1.

საინტერესოა ისიც, რომ დავით ხოჭოლავას “შახტარს” ბოლო სამი სეზონია მშრალი მატჩი არ ჩაუტარებია – უკრაინის ჩემპიონები საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2 გოლს უშვებენ.

ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სეზონი 

სტატიის ავტორი
-