იტალიურ მედიაში ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ფიორენტინას” ნახევარმცველმა, სოფიან ამრაბატმა, კარიერა, შესაძლოა, ,,ბარსელონაში” გააგრძელოს. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი კატალონიური გუნდის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

როგორც Corriere dello Sport-ი წერს, ,,ბარსელონაში” გადასვლა თავად ამრაბატსაც სურს.

,,ფიორენტინა”, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღებას აპირებს, კატალონიელებისგან ოფიციალურ წინადადებას ელოდება.

გასულ სეზონში ამრაბატმა ფლორენციული კლუბის მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

იტალიურ მედიაში ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

სტატიის ავტორი
-