ოფიციალურად: მატუიდიმ და რუგანიმ კორონავირუსი დაამარცხეს

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გუნდის ორმა ფეხბურთელმა, დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ, კორონავირუსის დამარცხება შეძლეს.

ორივე მათგანს, კორონავირუსი 1 თვის წინ დაუდგინდა. მეტიც, დანიელე რუგანი იყო პირველი ფეხბურთელი სერია ა-ში, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირდა.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით რუგანის მეუღლე, ოთხი თვის ორსული მიკელა პერსიკოც დაინფიცირდა, თუმცა ჯერჯერობით მასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, გამოჯანმრთელების გზაზე დგას პაულო დიბალაც და სავარაუდოდ, “იუვენტუსი” ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

ოფიციალურად: მატუიდიმ და რუგანიმ კორონავირუსი დაამარცხეს

სტატიის ავტორი
-