იუვენტუსმა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

ტურინის ,,იუვენტუსს” ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დაბრუნება სურს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ბებერი ქალბატონების” მიზანი ტრავმირებული არტურის ჩანაცვლებაა, რომელიც გუნდს 3 თვე ვერ დაეხმარება.

ტურინელებმა კატალონიის ,,ბარსელონას” აარონ რემზისა და მირალემ პიანიჩის გაცვლა შესთავაზეს.

,,იუვენტუსში” ბოსნიელი ფეხბურთელის დაბრუნებას ხელი, შესაძლოა, მისმა ხელფასმა შეუშალოს – ,,ბარსელონაში” პიანიჩს 9 მილიონ ევროს უხდიან, იტალიური გუნდი კი ანაზღაურების სახით ამავე თანხის გადასახდელად მზად არ არის.

იუვენტუსმა ბარსელონას ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

სტატიის ავტორი
-