ჯამალ მუსიალა ბაიერნის ახალი რეკორდსმენია!

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, “ბაიერნისა” და “ვოლფსბურგის” დაპირისპირება შედგა. მატჩი “რეკორდმაისტერის” გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ “ვოლფსბურგის” კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი ჯამალ მუსიალა გახდა, რომელმაც “ბაიერნის” რეკორდი დაამყარა.

33-ე წუთზე, “ვოლფსბურგის” კარში გატანილი ეფექტური გოლის შედეგად, მუსიალა “რეკორდმაისტერის” ისტორიაში შევიდა – ახალგაზრდულ ასაკში გატანილი გოლებით, იგი “ბაიერნის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა! ბუნდესლიგაში ეს 19 წლის ვარსკვლავის მე-14 გოლი აღმოჩნდა, რითიც 20 წლამდე ასაკში გატანილი გოლების რაოდენობით, ლეგენდარულ ული ჰიონესს (13 გოლი) გადაასწრო.

შეგახსენებთ, ბუნდესლიგის განვლილი 2 ტურის შემდეგ, “ბაიერნი” 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ასევე 6 ქულა აქვს “დორტმუნდს”, თუმცა, “რეკორდმაისტერს” მდევართან შედარებით გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი თანაფარდობა აქვს.

ჯამალ მუსიალა ბაიერნის ახალი რეკორდსმენია!

სტატიის ავტორი
-