ჯერარდის პროგნოზი – რა ანგარიშით დასრულდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი

,,ლივერპულის” ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ,,მერსისაიდელებს” წარმატებები უსურვა:

,,აქ ვარ, პარიზში, ფინალზე დასასწრებლად. ფეხბურთელები ვარჯიშობენ, მატჩამდე ერთი დღე დარჩა… წინასწარ იგრძნობა თუ როგორი ატმოსფერო იქნება.

მინდა, ლივერპულის თითოეულ ფეხბურთელს წარმატებები ვუსურვო. იმედია, სასურველ შედეგს მიაღწევენ. ფანტასტიკური შეხვედრა გველის. ჩემი პროგნოზია 2:0 ლივერპულის სასარგებლოდ,” – განაცხადა ჯერარდმა.


დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ჯერარდის პროგნოზი – რა ანგარიშით დასრულდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი

სტატიის ავტორი
-