კაილ უოკერი: “ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჰოლანდი ამდენ გოლს გაიტანდა”

კაილ უოკერმა აღიარა, რომ ჰოლანდზე არასწორი წარმოდგენები ჰქონდა. ინგლისელმა მცველმა თქვა, რომ ის ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ერლინგი ამდენი გოლის გატანას შეძლებდა.

“მე მისი შესაძლებლობები მაშინ ვნახე, როცა ჩემპიონთა ლიგაზე დავუპირისპირდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას შეძლებდა. ახალ ჩემპიონატში, ახალ გუნდში თამაში ყოველთვის რთულია. 22 წლის ბიჭმა კი ეს შეძლო. ეს მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა მის გვერდით თამაში.” – განაცხადა კაილ უოკერმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი “სიტიში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 51 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. “ქალაქელების” რიგებში ჩატარებულ 44 შეხვედრაში ერლინგმა 50 გოლი გატანა შეძლო.

კაილ უოკერი: “ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჰოლანდი ამდენ გოლს გაიტანდა”

სტატიის ავტორი
-