კარლეს პერესმა ბარსელონა გააკრიტიკა

კარლეს პერესი “ლა მასიას” აღზრდილია და მისი ოცნება მთავარ გუნდში თამაში იყო, რაც ნაწილობრივ აუხდა, თუმცა მოვლენები შეიცვალა და “ბარსელონამ” ესპანელი “რომაში” იჯარის წესით გაუშვა. ამის შესახებ პერესმა კომენტარი გააკეთა:არ ვიცი რა მოხდა, ხელმძღვანელობას ჩემთვის არაფერი აუხსნია. წასვლის შესახებ მათ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 10 დღით ადრე მითხრეს. დღესდღეობით “ბარსელონა” ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აღარ ზრუნავს. ჩემი ოცნება პირველ გუნდში თამაში იყო, თუმცა ეს ოცნება ძალიან სწრაფად გაქრა. ისინი მარწმუნებდნენ, რომ მომავალი სწორედ კატალონიაში მქონდა, თუმცა საპირისპიროდ მოიქცნენ და გუნდიდან გამიშვეს.”

კარლეს პერესმა ბარსელონა გააკრიტიკა

სტატიის ავტორი
-