კარლო ანჩელოტიმ მისი ბრაზილიის მწვრთნელად დანიშვნის ინფორმაცია უარყო

ESPN Brasil-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარლო ანჩელოტი თანახმაა ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, იტალიელი თავკაცი “სელესაოს” სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებდა. ბრაზილიური გამოცემა იმასაც წერდა, რომ 63 წლის სპეციალისტი “პენტა კამპეონეს” სამი წლით უხელმძღვანელებდა და 2026 წლის მუნდიალისთვის სწორედ ის გაწვრთნიდა.

https://twitter.com/IFTVofficial/status/1624059068066267136

როგორც გაირკვა ეს ინფორმაცია სიცრუეა. მისი ბრაზილიაში გადასვლა თავად კარლო ანჩელოტიმ უარყო:

“ბრაზილიის ეროვნული გუნდი? ამის შესახებ არაფერი ვიცი, არც ის ვიცი ბრაზილიაში რა დაწერეს. მე “რეალ მადრიდის” მწვრთნელი ვარ და კონტრაქტის თანახმად, აქ 2024 წლამდე ვრჩები.” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1624062633900138496

კარლო ანჩელოტიმ მისი ბრაზილიის მწვრთნელად დანიშვნის ინფორმაცია უარყო

სტატიის ავტორი
-