კატარელი შეიხი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედის სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადოს

კატარელ შეიხს, ჯასიმ ბინ ჰამად ალ თანის, ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყიდვა სურს. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალ თანი მზადაა, ინგლისური კლუბის სანაცვლოდ 5 მილიარდ ფუნტზე მეტი გადაიხადოს. მისი შეთავაზება, ასევე, დამატებით ინვესტიციებს ითვალისწინებს.

როგორც Sky Sports-ი წერს, გლეიზერები შეიხის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ, რადგან კლუბის სანაცვლოდ მინიმუმ 6 მილიარდი ფუნტის მიღება სურთ.

5 მილიარდი ფუნტი სპორტულ გუნდში არასდროს გადაუხდიათ. რეკორდად ამერიკული ფეხბურთის გუნდის, ,,დენვერ ბრონკოსის” გაყიდვა ითვლება, რომელშიც 2022 წელს 3.75 მილიარდი ფუნტი გადაიხადეს.

კატარელი შეიხი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედის სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადოს

სტატიის ავტორი
-