კაზემირო გლადბახს აფრთხილებს

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, “რეალი” “გლადბახს” დაუპირისპირდება. ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გასამართი მატჩის წინ, “სამეფო კლუბის” ბრაზილიელი ვარსკვლავი – კაზემირო, მოწინააღმდეგეს აფრთხილებს.

კაზემიროს მტკიცებით, “გლადბახთან” დაპირისპირება “რეალისათვის” ფინალის ტოლფასია – მადრიდული გრანდის ფეხბურთელებს კი ფინალების მოგების წყურვილი აქვთ.

“ყველას გააზრებული გვაქვს, რომ “გლადბახის” წინააღმდეგ წლის უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. “გლადბახის” წინააღმდეგ გასამართი მატჩი ფინალის ტოლფასია – თითოეულ ჩვენგანს გააზრებული გვაქვს, რომ ფინალურ მატჩს ვთამაშობთ.

“სამეფო კლუბში” გვასწავლეს, რომ ფინალებს უბრალოდ არ ვთამაშობთ – ჩვენ ფინალებს ვიგებთ! გამარჯვების გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობთ. ვიცით, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. “გლადბახს” ვაფასებთ, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ”, – აღნიშნა კაზემირომ.

კაზემირო გლადბახს აფრთხილებს

სტატიის ავტორი
-