ხამეს როდრიგესმა თავის მომავალზე ისაუბრა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა თავის მომავალზე ისაუბრა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

კოლუმბიელი ფეხბურთელი მიუნხენში იჯარის წესით 2017 წელს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. ის გერმანული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მისი თქმით, არ იცის თუ რა მოხდება მომავალში, როგორ განვითარდება მისი კარიერა.

“მადრიდში მე ყველაფერი მაქვს. ჩემი სახლი, ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ. არ ვიცი სამომავლოდ როგორ განვითარდება ჩემი კარიერა. ახლა მე ბაიერნში ვთამაშობ და ამ გუნდის ღირსებას ვიცავ. მსურს, რომ სეზონი სწორედ აქ დავასრულო და შემდეგ როგორ განვითარდება ჩემი კარიერა, არ ვიცი” – განაცხადა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა.

ხამეს როდრიგესმა თავის მომავალზე ისაუბრა

სტატიის ავტორი
-