ხავი და მისი მეუღლე კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ

კორონავირუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიდგა ფესვები. ესპანეთში კრიტიკული მდგომარეობაა. “კოვიდ 19-ით” ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. დღევანდელი მონაცემებით ესპანეთში უკვე 546 ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთან დაკავშირებით ხავი ერნანდესმა და მისმა მეუღლემ ნურია კუნილერამ მიიღეს შესანიშნავი გადაწყვეტილება. ისინი კატალონიაში მდებარე კლინიკებს 1 მილიონი ევროთი დაეხმარებიან. ეს თანხა მთლიანად კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

ჯამში ესპანეთში კორონავირუსის 124 736 შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ 11 744 ადამიანი ამ ვირუსით გარდაიცვალა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

ხავი და მისი მეუღლე კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ

სტატიის ავტორი
-