“ხავის სრულ ნდობას ვუცხადებთ” – ბარსელონას ვიცე პრეზიდენტი

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები არასახარბიელო რეზულტატის გამო, კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

ესპანური და ევროპული მედია ტაბლოიდები ხავის შესაძლო გათავისუფლების შესახებ აქტიურად სპეკულირებდნენ – ტაბლოიდების ნაწილმა მისი შესაძლო შემცვლელების ვინაობაც დაასახელა, თუმცა, “ბლაუგრანას” ვიცე პრეზიდენტის განცხადებამ ჭორებს წერტილი დაუსვა.

“ხავი არის მენეჯერი, რომელიც გვიყვარს. ეჭვგარეშეა, ის სასურველი ტიტულების მოპოვებაში დაგვეხმარება”, – რაფა იუსტე.

შეგახსენებთ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის C-ჯგუფში, “ბარსელონა”, “ბაიერნის”, ინტერისა” და “პლზენის” წინააღმდეგ ასპარეზობს. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაოფიციალურდა, რომ კატალონიური გრანდი ქვეჯგუფში მე-3 პოზიციას დაიკავებს და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე განაგრძობს.

“ხავის სრულ ნდობას ვუცხადებთ” – ბარსელონას ვიცე პრეზიდენტი

სტატიის ავტორი
-