ხორდი ალბამ ტრავმა მიიღო

ესპანური მედიის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ ტრავმა მიიღო. ესპანელ ფეხბურთელს მუხლი აქვს დაზიანებული.

ესპანელმა ფეხბურთელმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” შეხვედრისას, მოედანი მე-40 წუთზე დატოვა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გადაწყდა რომ ალბა მოედანს ალბა მოედანს 10-15 დღის განმავლობაში დაუბრუნდება.

შესაბამისად, ესპანელი ფეხბურთელი “გრანადასთან,” “ვილიარეალთან” და “ხეტაფესთან” ვერ ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა იგი მილანის “ინტერთან” გასამართ მატჩამდე (2 ოქტომბერი) ფორმის აღდგენას.

ხორდი ალბამ ტრავმა მიიღო

სტატიის ავტორი
-