ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური გათამაშებები დასრულებულია. ოთხივე ნახევარფინალური კლუბი ცნობილია, ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში მილანური დერბი შედგება, მეორე წყვილი კი მადრიდის “რეალი” და “სიტი” იქნებიან.
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ “Sofascore“-მ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ, კვირის საუკეთესო XI-ეული გამოაქვეყნა. სადაც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასებით, სიმბოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი (Sofascore-ს მიხედვით)
![ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1 ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1](https://www.belive.ge/wp-content/uploads/2023/04/342641552_182390244674298_29583806727749267_n.jpg)
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ორივე მატჩის ჯამში 2:1 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
წინ ჩემპიონთა ლიგის დიდი ნახევარფინალური დაპირისპირებები გველოდება.