საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო სტატისტიკური პორტალის, Whoscored-ის მიერ შედგენილ წინა საფეხბურთო კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატისგან შემდგარ სიმბოლურ თერთმეტეულში 21 წლის ქართველთან ერთად, მისი თანაგუნდელებიდან ვიქტორ ოსიმენი მოხვდა. გუნდში ასევე ლონდონის “არსენალის” მეკარე, აარონ რამსდეილი, “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი ჯეიმს უორდ-პრაუსი, “ატალანტას” თავდამსხმელი, რასმუს ჰოილუნდი და სხვები მოხვდნენ.
![ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1 ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2023/01/top-5-liga.png)
თავისთავად ცხადია, რომ კვარა სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ამ სათამაშო კვირაში ის გამორჩეული თანაგუნდელებთან, კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსთან, ამირ რაჰმანისთან, ვიქტორ ოსიმენთან, “ლაციოს” ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან და სხვებთან ერთად იყო.
![ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 2 ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა 2](https://www.live.ge/wp-content/uploads/2023/01/seria-A.png)
ხვიჩა კვარაცხელიამ წინა ტურში, რომელიც სერია A-ს მიმდინარე სეზონში რიგით მე-18 იყო, ტურინის “იუვენტუსთან” – 5:1 მოგებულ შეხვედრაში გოლისა და ორი საგოლე პასის ავტორი გახდა.
რაც შეეხება, თავად “ნაპოლის” იტალიის სერია A-ში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “მილანთან” 9-ქულიანი უპირატესობით, ერთპიროვნულად ლიდერობს.