ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბიჭუნას 60 კანდიდატს შორის მოხვდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბიჭუნასთვის 2021 წელს გამარჯვებისთვის მებრძოლ კანდიდატთა სია 60-მდე შემცირა.

მსოფლიოს 60 ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს შორის, რომლებიც ე.წ ახალგაზრდული ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლისთვის ხმის მიცემაც მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.

წლების განმავლობაში, აღნიშნული ტიტული ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც ლიონელ მესი, კილიან მბაპე, სერხიო აგუერო, რაფაელ ვან დერ ვაარტი, პოლ პოგბა, რაჰიმ სტერლინგი, ერლინგ ჰოლანდი, ენტონი მარსიალი, სესკ ფაბრეგასი და სხვები არიან.

წინა სეზონში, კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახლადდაწყებულ სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, კვარაცხელია “ჯვაროსნებს” მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა.

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბიჭუნას 60 კანდიდატს შორის მოხვდა

სტატიის ავტორი
-