ხვიჩა კვარაცხელია სასუოლოსთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

დღეს, სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სასუოლოს” ესტუმრება. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 24-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

22 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 59 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,სასუოლო” კი 24 ქულით ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.

https://twitter.com/sscnapoli/status/1626650511863648264

ხვიჩა კვარაცხელია სასუოლოსთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

სტატიის ავტორი
-