საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
21 წლის ქართველი სიმბოლურ ნაკრებში მას შემდეგ მოხვდა, რაც “სპეციას” წინააღმდეგ – 3:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
კვარაცხელიასთან ერთად, საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის მისი ორი თანაგუნდელი, ანდრე ფრანკ ზამბო-ანგისა და ვიქტორ ოსიმენი მოხვდნენ.
![ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1 ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2023/02/khvicha-kvaratskhelia-1024x1024.png)
21 წლის მსოფლიო ფეხბურთის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, 12 საგოლე პასი გაკეთებული და 4 პენალტი მოპოვებული.