ვებგვერდ WhoScored.com-ის ვერსიით, ,,ნაპოლის” თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.
კვარამ გასულ თვეში 7.92-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მხოლოდ მისსავე თანაგუნდელს, ვიქტორ ოსიმენს (8,27) ჩამორჩა.
ხვიჩამ თებერვალში ,,ნაპოლის” მაისურით ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა კი ოთხივე მატჩი მოიგო.
სიმბოლურ გუნდში, კვარაცხელიას გარდა, ნეაპოლელთა კიდევ სამი ფეხბურთელი – კიმი, დი ლორენცო და ოსიმენი მოხვდნენ.
სერია A-ს 24 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.