მანე: ,,სეზონის წინ, რონალდუმ ბაიერნში გადასვლა მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემთვის დიდი ნაბიჯია”

მიუნხენის ,,ბაიერნის” თავდამსხმელი, სადიო მანე, კრიშტიანუ რონალდუს ,,რეკორდმაისტერში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა:

,,რონალდუს ,,ბაიერნში” გადმოსვლა ძალიან უნდოდა? ეს ბუნდესლიგის დონეზე მეტყველებს და ხაზს უსვამს იმას, რაც უკვე ვთქვი: თქვენ გერმანიის ჩემპიონატს სათანადოდ არ აფასებთ. ბუნდესლიგის დონეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებიც აჩვენებს.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, როცა ჩემი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილ იყო, რონალდუს მალიორკაში შევხვდი. მან მომილოცა და მითხრა: ,,ბაიერნი შესანიშნავი გუნდია. ეს შენთვის დიდი ნაბიჯია!” – მანეს სიტყვებს Sport Bild-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში მანეს ანგარიშზე ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მანე: ,,სეზონის წინ, რონალდუმ ბაიერნში გადასვლა მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემთვის დიდი ნაბიჯია”

სტატიის ავტორი
-