ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევრო გახდა!

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა უკვე 60 მილიონ ევროს შეადგენს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სატრანსფერო და სტატისტიკური პლატფორმის, Transfermarkt-ის განახლებული ვერსიით, მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ღირებულება უკვე 6 ათეულ მილიონს ითვლის.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევრო გახდა!

სტატიის ავტორი
-