კითხვა პრემიერ ლიგის გუნდების ფანებს: ჩემპიონი სიტი უნდა გახდეს თუ ლივერპული?

ბრძოლა ჩემპიონობისთვის პრემიერ ლიგაში უფრო და უფრო დაძაბული ხდება: ინგლისის წლის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის “ლივერპული” და “სიტი” უდანაკარგოდ იბრძვიან. “მერსისაიდელებს” 35 მატჩში 88 ქულა აქვთ დაგროვებული, ხოლო გვარდიოლას შეგირდებმა კი 1-ით ნაკლებ თამაშში 86 ქულას მოუყარეს თავი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინგლისელ გულშემატკივრებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მთავარი კითხვაც შემდეგი იყო: “ლივერპულსა” და “სიტის” შორის, რომელ გუნდს ისურვებდით პრემიერ ლიგის ჩემპიონად?

გთავაზობთ შედეგებს:

  • ლივერპულის გულშემატკივრები: ლივერპული 100% – 0% მანჩესტერ სიტი
  • მანჩესტერ სიტის გულშემატკივრები: ლივერპული 0% – 100% მანჩესტერ სიტი
  • ტოტენჰემი გულშემატკივრები: ლივერპული 53% – 47% მანჩესტერ სიტი
  • არსენალის გულშემატკივრები: ლივერპული 53% – 47% მანჩესტერ სიტი
  • ჩელსის გულშემატკივრები: ლივერპული 47% – 53% მანჩესტერ სიტი
  • მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები: ლივერპული 36% – 64% მანჩესტერ სიტი
  • ევერტონის გულშემატკივრები: ლივერპული 33% – 67% მანჩესტერ სიტი
  • უოტფორდის გულშემატკივრები: ლივერპული 56% – 44% მანჩესტერ სიტი
  • ლესტერის გულშემატკივრები: ლივერპული 60% – 40% მანჩესტერ სიტი
  • ვულვზის გულშემატკივრები: ლივერპული 72% – 28% მანჩესტერ სიტი
  • ვესტ ჰემის გულშემატკივრები: ლივერპული 71% – 29% მანჩესტერ სიტი
  • კრისტალ პალასის გულშემატკივრები: ლივერპული 62% – 38% მანჩესტერ სიტი
  • ნიუკასლის გულშემატკივრები: ლივერპული 64% – 36% მანჩესტერ სიტი
  • ბორნმუთის გულშემატკივრები: ლივერპული 72% – 28% მანჩესტერ სიტი
  • ბარნლის გულშემატკივრები: ლივერპული 50% – 50% მანჩესტერ სიტი
  • საუთჰემპტონის გულშემატკივრები: ლივერპული 48% – 52% მანჩესტერ სიტი
  • ბრაიტონის გულშემატკივრები: ლივერპული 52% – 48% მანჩესტერ სიტი
  • კარდიფის გულშემატკივრები: ლივერპული 59% – 41% მანჩესტერ სიტი
  • ფულემის გულშემატკივრები: ლივერპული 73% – 27% მანჩესტერ სიტი
  • ჰადერსფილდის გულშემატკივრები: ლივერპული 75% – 25% მანჩესტერ სიტი

შემდეგ მატჩს “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ჰადერსფილდთან” გამართავს, ხოლო “სიტი” კი “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებას შეეცდება.

კითხვა პრემიერ ლიგის გუნდების ფანებს: ჩემპიონი სიტი უნდა გახდეს თუ ლივერპული?

სტატიის ავტორი
-