კორონავირუსი ქართულ ფეხბურთსაც შეეხო – სფფ განცხადებას ავრცელებს 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგის, ლიგა 2-ს და ლიგა 3-ს მატჩები პირველ აპრილამდე შეჩერებულია.

მიზეზი გავრცელებული კორონავირუსია, რომლის 23 შემთხვევაც საქართველოში ოფიციალურად დადასტურდა.

“ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა”, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. “დინამო არენაზე” დასასწრები მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა დიდია ალბათობაა იმისა, რომ მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

კორონავირუსი ქართულ ფეხბურთსაც შეეხო – სფფ განცხადებას ავრცელებს 

სტატიის ავტორი
-