კორონავირუსის 11 შემთხვევა აიაქსში

ჩემპიონთა ლიგის მატჩს “მიდტიულანდთან” “აიაქსი” სერიოზული პრობლემებით ხვდება. ამსტერდამელების რიგებში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ტენ ჰააგის განკარგულებაში ახლა მხოლოდ 17 ფეხბურთელია, რომელთაგან მხოლოდ ერთია მეკარე – კელ შერპენი.

“აიაქსის” ოფიციალური გვერდის თანახმად, ვითარებიდან გამომდინარე მოთამაშეები კლუბმა აკადემიიდან დაიმატა.

ზუსტი გვარები არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ნიდერლანდელები დანიაში ტადიჩის, ონანას, კლაასენისა და სხვა ლიდერების გარეშე ითამაშებენ.

კორონავირუსის 11 შემთხვევა აიაქსში

სტატიის ავტორი
-