სრული შეთანხმება “ჩელსისა” და კუკურელიას შორის პირად პირობებზე უკვე მიღწეულია. პოტენციური კონტრაქტი დამტკიცებულია და ესპანელი მზადაა ხელი მოაწეროს მას შემდეგ, რაც კლუბები საფასურზე შეთანხმდებიან. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, “ჩელსი” და “ბრაიტონი” დღეს ისევ გამართავენ მოლაპარაკებებს, რათა გარიგება საბოლოოდ დასრულდეს.
Full agreement now reached between Chelsea and Cucurella on personal terms. Potential contract has been proposal approved, Marc’s prepared to accept once clubs agree on fee. 🚨🔵 #CFC
Chelsea and Brighton in direct talks again today in order to complete the deal. pic.twitter.com/Ey2VF4RGRL
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 2, 2022
ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ რა თანხის სანაცვლოდ გადავა მარკი “არისტოკრატებში”, თუმცა ცნობილია, რომ “თოლიები” “მანჩესტერ სიტის” კუკურელიას 50 მილიონ ფუნტად სთავაზობდნენ.
ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში 2021 წელს “ხეტაფედან” გადავიდა და კონტრაქტი გუნდთან 2026 წლამდე აკავშირებს. მარკი მის პირველივე ბრაიტონულ სეზონში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.