კუმანი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე: ,,ეს გადაწყვეტილება პირადულია”

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ,,გრანადასთან” მატჩში მსაჯის შეურაცხყოფისთვის მიღებულ 2-მატჩიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა:

,,ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება პირადულია, რადგან ჩემი სიტყვები შეურაცხმყოფელი არ ყოფილა. ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ ადამიანი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. აქ რაღაც სხვა ხდება,” – კუმანის სიტყვებს მარკა ციტირებს.


,,ბარსელონამ” სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორჯერ გაასაჩივრა, თუმცა გუნდის აპელაცია არცერთ შემთხვევაში არ დაკმაყოფილდა. კუმანმა დისკვალიფიკაციის გამო ,,ვალენსიასთან” მატჩი გამოტოვა.

დღეს კატალონიელები ,,ლა ლიგის” 35-ე ტურში მადრიდის ,,ატლეტიკოს” უმასპინძლებენ, ნიდერლანდელი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამზე კვლავ არ იქნება.

კუმანი 2-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე: ,,ეს გადაწყვეტილება პირადულია”

სტატიის ავტორი
-