ლა ლიგის 20 ყველაზე ყურებადი მატჩიდან 15-ში ბარსელონამ ითამაშა

ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონში ტელემაყურებლის ყველაზე დიდ ყურადღებას ,,ბარსელონას” მატჩები იქცევდა. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩემპიონატის 20 ყველაზე ყურებადი შეხვედრიდან 15-ში კატალონიური გუნდი მონაწილეობდა.

გარდა ამისა, ,,ბარსელონამ” ითამაშა ხუთ ყველაზე ყურებად მატჩშიც – ორი შეხვედრა ,,რეალთან”, ორი შეხვედრა ,,სევილიასთან” და საშინაო მატჩი ,,ვალენსიასთან”.

,,ბარსელონამ” ლა ლიგის გასული სეზონი 73 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე დაასრულა და ჩემპიონ ,,რეალს” 13 ქულით ჩამორჩა.


ლა ლიგის 20 ყველაზე ყურებადი მატჩიდან 15-ში ბარსელონამ ითამაშა

სტატიის ავტორი
-