ლაიფციგი დორტმუნდთან დამარცხდა – ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია

გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში დორტმუნდის ,,ბორუსიამ” ,,ლაიფციგს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, იულიან ნაგელსმანის გუნდი, რომელიც ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, ლიდერ ,,ბაიერნს” 7 ქულით ჩამორჩება, შედეგად დღეს ,,რეკორდმაისტერმა” ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.



მიუნხენის ,,ბაიერნი” გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეცხრედ, ისტორიაში კი 31-ედ გახდა.

ლაიფციგი დორტმუნდთან დამარცხდა – ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-