ლაპორტამ დაადასტურა, რომ ბარსელონას სპონსორობა ვიაგრას გამყიდველ კომპანიას სურდა

კატალონიის ,,ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ 2006 წელს გუნდის სპონსორობა პრეპარატ ,,ვიაგრას” გამყიდველ კომპანიას სურდა:

,,ჩვენ შემოთავაზებები გვქონდა, მაგალითად, ბუკმეიკერებისგან და, ასევე, კომპანიისგან, რომელიც ვიაგრას ყიდდა. მაგრამ, ეს ჩვენთვის შესაფერისი არ ყოფილა, ამიტომ UNICEF-ი ავირჩიეთ,” – ლაპორტას სიტყვებს A BOLA ციტირებს.


კატალონიური გუნდის მაისურზე UNICEF-ის წარწერა 2006 წლიდან 2011 წლამდე იყო, თუმცა ,,ბარსელონა” გაეროს ბავშვთა ფონდისგან ფულს არ იღებდა. ახლა კლუბის სპონსორი იაპონური კომპანია ,,რაკუტენია”.


 

View this post on Instagram

 

A post shared by FootballJOE (@footballjoe)

ლაპორტამ დაადასტურა, რომ ბარსელონას სპონსორობა ვიაგრას გამყიდველ კომპანიას სურდა

სტატიის ავტორი
-