ლასანა დიარამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ კონტრაქტის გაწყვეტა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ლონდონის “ჩელსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისი დემოტივირებისა და კარიერის დასრულების მიზეზი გახდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დიარა საფეხბურთო სამყაროს ჩამოშორდება და მთელ ყურადღებას ენერგეტიკული სასმელების ბრენდის, Heroic Sport-ის განვითარებაზე გადაიტანს.

 

ლასანა დიარამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა

სტატიის ავტორი
-