ლე გრე: ,,ევრო 2020-ის შემდეგ, მბაპეს ნაკრებში თამაში აღარ უნდოდა”

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ, განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კილიან მბაპეს სანაკრებო კარიერის დასრულება სურდა:

,,2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მბაპეს შევხვდით. ის მიიჩნევდა, რომ გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ფედერაცია მას კრიტიკისგან და უარყოფითი კომენტარებისგან ვერ იცავდა. კილიანი ძალიან გაბრაზებული იყო და ნაკრებში თამაში აღარ სურდა.

რა თქმა უნდა, ეს სერიოზული განცხადება არ ყოფილა. უბრალოდ, ნაწყენი იყო ნაკრების წარუმატებლობით და ემოციურად ისაუბრა, რადგან მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მბაპე შესანიშნავი ადამიანი და გუნდური მოთამაშეა,” – ლე გრეს სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.


ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიამ მერვედფინალური ეტაპიდან გააგდო. თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტი სწორედ კილიან მბაპემ ვერ გამოიყენა.

ლე გრე: ,,ევრო 2020-ის შემდეგ, მბაპეს ნაკრებში თამაში აღარ უნდოდა”

სტატიის ავტორი
-