ლევანდოვსკი: ,,ინდივიდუალური ჯილდოები სასიამოვნო ბონუსია, მაგრამ ესპანეთში ამისთვის არ ვარ”

,,ბარსელონას” ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, განაცხადა, რომ კატალონიურ გუნდში გადასვლის მიზეზი ,,ოქროს ბურთის” მოგების უფრო დიდი შანსი არ ყოფილა:

,,ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის მთავარი მოტივაცია გუნდური წარმატებაა.

ინდივიდუალური ჯილდოები სასიამოვნო ბონუსია, მაგრამ ესპანეთში ამისთვის არ გადმოვსულვარ. ინფორმაცია, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, არასწორია,” – ლევანდოვსკის სიტყვებს Sport1.de ციტირებს.


აპრილში Sky Sport Deutschland-მა დაწერა, რომ ლევანდოვსკის ,,ბარსელონაში” გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ,,ოქროს ბურთის” მოგების მეტი შანსი იყო, თუმცა გამოცემა იმასაც წერდა, რომ პოლონელი ლა ლიგაში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა.

ლევანდოვსკის ტრანსფერი ,,ბარსელონამ” ოფიციალურად 19 ივლისს დაადასტურა. პოლონელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

33 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში მიუნხენის ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლევანდოვსკი: ,,ინდივიდუალური ჯილდოები სასიამოვნო ბონუსია, მაგრამ ესპანეთში ამისთვის არ ვარ”

სტატიის ავტორი
-