ლიონელ მესი 2022/2023 წლების სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში, პირველ ტიტულს დაეუფლა. “პსჟ-მ” თელ-ავივში, “ბლუმფილდის სტადიონზე”, “ნანტი” 4:0 დაამარცხა და საფრანგეთის სუპერთასის გამარჯვებულიც გახდა. მესიმ აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა. დამახასიათებელი თავდაჯერებით ლიონელმა საჯარიმოში მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში ბურთი მშვიდად გაიტანა.
Messi’s goal from this angle is INSANE.pic.twitter.com/JJIbkMObau
— Hamza (@lapulgafreak) July 31, 2022
არგენტინელი ფებურთელი მთელი შეხვედრის მანძილზე გამორჩეული იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დამსახურებულად მიიღო.
გასულ საღამოს, მესიმ თავისი კლასი მოედნის გარეთაც აჩვენა გულშემატკივარს. ერთ-ერთ პატარა ფანს სუპერვარსკვლავთან ფოტოს გადაღება სურდა, თუმცა დაცვამ შეაჩერა. ლიონელმა ეს ყველაფერი შეამჩნია და მაშინვე მივიდა ბავშვთან სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად.
This young fan was being taken away by security but Messi stopped them so the boy take a selfie with him ❤️ pic.twitter.com/MHNfpSs2O0
— R (@Lionel30i) July 31, 2022
სიკეთის ამ პატარა გამოვლინებით, არგენტინელმა ვარსკვლავმა, პატარა გულშემატკივარს დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა, რომელიც მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება.