ლივერპულის გულშემატკივრებს ეშლი ბარნსის იმედი აქვთ

“ლივერპულის” ფანებს “ბარნლის” შემტევის, ეშლი ბარნსის იმედი აქვთ.

პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში “ბარნლი” “მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება. საჩემპიონო რბოლაში ჩართული “მანჩესტერ სიტის” დამარცხება “ტოტენჰემმა” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” ვერ შეძლეს – თუმცა “ლივერპულის” ფანებს იმედი აქვთ, რომ “ბარნლი” გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდისათვის ქულების ართმევას შეძლებს.

მერსისაიდული გრანდის ქომაგებმა Twitter-ზე კამპანია წამოიწყეს, რომლის მიხედვითაც საკუთარი პროფილის ფოტოდ ეშლი ბარნსის სურათი დააყენეს. კამპანიაში უამრავი “სკაუზერი” ჩაერთო.

ლივერპულის გულშემატკივრებს ეშლი ბარნსის იმედი აქვთ 1

ლივერპულის გულშემატკივრებს ეშლი ბარნსის იმედი აქვთ 2

ლივერპულის გულშემატკივრებს ეშლი ბარნსის იმედი აქვთ 3

ლივერპულის გულშემატკივრებს ეშლი ბარნსის იმედი აქვთ 4

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 35 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 89 ქულით “მანჩესტერ სიტი” უდგას სათავეში. მეორე ადგილოსან “ლივერპულს” კი 88 ქულა აქვს დაგროვებული.

ლივერპულის გულშემატკივრებს ეშლი ბარნსის იმედი აქვთ

სტატიის ავტორი
-