ლონდონელები პოტერის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” თავკაცები გეგმავენ, რომ იულიან ნაგელსმანი გადმოიბირონ.

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონელებმა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გრემ პოტერი გაათავისუფლეს.

,,ვაცხადებთ, რომ გრემ პოტერმა გუნდი დატოვა. კლუბში ყოფნის დროს გრემმა ,,ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც ,,რეალს” შევხვდებით. პოტერს ძალისხმევისა და გუნდში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.” – ასეთი იყო გუნდის ოფიციალური განცხადება.

როგორც ზემოთ ვახსენე, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ლონდონური კლუბი “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა ჩაიბაროს. ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით, “ჩელსიმ” პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მოლაპარაკებები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, “ჩელსი” ლუის ენრიკეს, დიეგო სიმეონეს და ზინედინ ზიდანის ვარიანტსაც კი განიხილავს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ “არისტოკრატების” ხელმძღვანელთათვის ნაგელსმანი ფავორიტია.

https://twitter.com/FabrizioRomano/status/1642616874629308421

შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანი “რეკორდმაისტერის” მთავარ მწვრთნელად 2021 წლის ზაფხულში დაინიშნა. გერმანელმა სპეციალისტმა “ბაიერნთან” ერთად 1 ბუნდესლიგის და 2 გერმანიის სუპერთასის მოგება შეძლო.

ლონდონელები პოტერის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებენ

სტატიის ავტორი
-