ლუის სუარესის ფენომენალური სტატისტიკა რეალის წინააღმდეგ

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 0:3 დაამარცხა.

“ბარსელონას” მხრიდან შეხვედრაში თავი ლუის სუარესმა დუბლით გამოიჩინა, ხოლო ერთი ბურთი რაფაელ ვარანემ საკუთარ კარში ჩაჭრა. ურუგვაელმა ბურთები 50-ე და 73-ე წუთებზე გაიტანა.

32 წლის თავდამსხმელის დებიუტი “ბარსელონაში” 2014-15 წლების სეზონში შედგა. მან “რეალის” წინააღმდეგ სულ 13-ჯერ ითამაშა და უკვე 11 ბურთის გატანა შეძლო.

ურუგვაელის დებიუტის დღიდან, მან ყველაზე მეტჯერ სწორედ მადრიდელებს გაუტანა.

ლუის სუარესის ფენომენალური სტატისტიკა რეალის წინააღმდეგ

სტატიის ავტორი
-